13:14 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 11:54:43, 652 ნახვა

რეგიონი
ფესტივალ „განდაგან“-ს ფარგლებში ღვინის სახლი და ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუმრებს ეპატიჟება

სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს ფარგლებში ევროპის მოედნიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუზეუმში შესვლის მსურველებს ტრანსპორტი დღის ორი საათიდან საღამოს 6 საათამდე, ხოლო ღვინის სახლის სტუმრებს ორი საათიდან ხუთის ნახევრამდე მოემსახურება. ტურისტული ობიექტებზე შესვლა უფასოა და ისინი სტუმრებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ. 

ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელვაჩაურში, ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალებია 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი. მუზეუმში შესვლა დილის ათის საათიდან საღამოს 6 საათამდე იქნება უფასო. ქემალ თურმანიძე წლების განმავლობაში ქმნიდა და აჭარის სოფლებში აგროვებდა ყველა იმ ექსპონატს, რომელიც მუზუემშია წარმოდგენილი. სტუმრებს მუზეუმში ფოლკლორ შოუც ელოდებათ.

რაც შეეხება აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლს, ის ქობულეთში მდებარეობს. ღვინის სახლში 15:00 საათიდან სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება ერთსაათიანი სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ღვინის სახლში არსებულ ყველა სერვისს გაეცნობიან, მონაწილეობას მიიღებენ თონის პურის დაცხობასა და ჭაჭის გამოხდაში. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და საბძოლო ხელოვნების შოუ, რომელსაც „შავფაროსნები“ წარმოადგენენ.

ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება შეუძლიათ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 28 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება. ზემოთ აღნიშნული ობიექტების მიმართულებით ტრანსპორტი მოედნიდან, 14:00 საათიდან იმოძრავებს.

(NS)

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics