13:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 12:40:21, 2208 ნახვა

მსოფლიო
Unicef: სირიაში ავიადარტყმებს 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა

სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, Unicef-ზე დაყრდნობით იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავიადარტყმები ტერორისტების ლიკვიდირებას ემსახურებოდა.

"ეს ტრაგედიაა. ეს ძალადობაა. თუ ეს მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულია", - ნათქვამია იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლეიკის თქმით, ეს ავიაიერიში შესაძლოა, სირიაში კონფლიქტის განმავლონაში სკოლაზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმა გახდეს.

იდლიბის სოფელ ჰაასზე განხორციელებული ავიადარტყმის შესახებ თავდაპირველად სირიის სამოქალაქო თავდაცის აქტივისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ავიადარტყმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 50 კი მძიმედ დაშავდა.

ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიამ რამდენიმე "ტერორისტის" მოკვლის შესახებ განაცხადა.

რუსეთში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა იდლიბში სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას საშინელი უწოდა.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. მე მარტივად ვიტყოდი "არას", თუმცა მე პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. უნდა გავიგო, რა განცხადებას გააკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი", - განაცხადა ჩურკინმა. 

გაერო-ს ინფორმაციით, სირიისა და რუსეთის სამხედრო ძალების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics