04:48 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 13:00:24, 650 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას, ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით აქტიურად იმუშაოს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის შედეგებს ეხმაურება.

მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება ნატო-ს მზადყოფნას,  ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით აქტიურად იმუშაოს:

„გუშინ, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ, განიხილეს ალიანსის შიგნით ვარშავის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები და ამ თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები.
 
 როგორც ცნობილია, ალიანსმა ვარშავის სამიტზე გადაწყვიტა გაზარდოს სამხედრო ყოფნა  აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ასევეხელი შეუწყოს სტაბილურობის გავრცელებას მის საზღვრებს გარეთ და დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს,თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში.
 
ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.
 
საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევრო-ატლანტიკურიუსაფრთხოების გასაძლიერებლად.
 
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. მნიშვნელოვანია რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.  აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში.
 
მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნულია ვარშავის დეკლარაციაში.

თავის მხრივ, საქართველო მზად არის განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და მისი  განუყოფელი ნაწილის, შავიზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში“,-განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics