02:09 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 13:34:44, 553 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, შეწყვიტოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ. 

როგორც  მათ განცხადებაშია ნათქვამი,  დომინანტი რელიგიური ჯგუფის მსგავსად, რელიგიური რიტუალების ღირსეულ და ადეკვატურ პირობებში შესრულების შესაძლებლობა მუსლიმ თემსაც უნდა მიეცეს:

„მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფოს უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, შესაძლოა, დაპირისპირებების ახალი კერები გააჩინოს დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის.

2016 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლები სოფელ მოხეში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მუსლიმი თემის წევრებს, რომლებიც მათივე განცხადებით, ყოფილი მეჩეთის შენობის წარმომავლობის დროულ დადგენას ითხოვენ.

სოფ. მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი 2014 წელს მოხდა, რაც უკავშირდებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ყოფილი მეჩეთის შენობის, რომლის გადაცემასაც მუსლიმი თემი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდა, კულტურის ცენტრად გადაკეთების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სადავო შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, 2014 წლის ინციდენტის შემდგომ შენობის წარმომავლობის საკითხის დადგენა ცენტრალური ხელისუფლების ორგანომ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ითავა და მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით შემოიფარგლა, რომელსაც დღემდე არანაირი დასკვნა არ წარმოუდგენია. მუსლიმი თემის წარმომადგენლები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ სპეციალური კომისიის და ზოგადად სააგენტოს საქმიანობა, პრობლემის არა გადაწყვეტისკენ, არამედ დროში გაჭიანურებისკენაა მიმართული.

მოხეში ვიზიტს წინ უძღვოდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ადიგენში, სოფელ მოხეში, სამართალდამცავებმა სოფლის ცენტრში მდებარე სადავო შენობის კარი აჭედეს, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ოთხი დღის განმავლობაში ლოცულობდნენ.მუსლიმ მოქალაქეთა განცხადებით, კარის აჭედვის შემდეგ უკვე მეორე კვირაა, ღია ცის ქვეშ, სადავო შენობის მახლობლად ლოცულობენ, რაც შენობის ბედის საბოლოო გადაწყვეტამდე გაგრძელდება.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2013 წლის 23 ოქტომბრის განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართარაეფექტურად და რეპრესიულად შეაფასეს და მოუწოდეს ხელისუფლებას, „შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო." განცხადებაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ 2012 წლის შემდგომ მუსლიმი თემის მიმართ სისტემატურად ხორციელდება დევნა და ძალადობა (ნიგვზიანი,წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, „რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათიჰქონდა და ის ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხარელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია და ეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც,ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ და პრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირებისხარჯზე ცდილობს."


2014 წლის 2 დეკემბერს არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობისფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვდნენ მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლისგანხორციელებას და საკანონმდებლო ორგანოსაგან რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე)დროულ რეაგირებას, ასევე, რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას.


სამწუხაროდ, არცერთ მსგავს მიმართვაზე სამოქალაქო საზოგადოებას და რელიგიურ უმცირესობებს ხელისუფლებისგან ადეკვატური პასუხი არ მიუიღიათ, ხოლო რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელება და მხარდაჭერა ხელისუფლებისაგან კვლავ გრძელდება.


სახელმწიფო (როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლება), ერთიმხრივ,  სისტემატურად მატერიალურად ახალისებს დომინანტ რელიგიურ ჯგუფს, რაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის თანხისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემაში გამოიხატება, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თანასწორობის უზრუნველყოფის სამართლიან მოთხოვნაზე უარით ან საკითხის გადასაწყვეტად პროცედურების მომიზეზებით დროში უსასრულოდ გაჭიანურებით პასუხობს.


ის, რომ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა და მუსლიმებისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება (ან უარი) აშკარა დისკრიმინაციული მიდგომის შედეგია, თვალნათლივ ჩანს იმ გარემოებითაც, რომ სადავო შენობიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, 2009 წელს, უფასო უზუფრუქტის უფლებით, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ძველი პანსიონატის შენობა (საკადასტრო კოდი N61.01.21.001), ხოლო 2014 წელს იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 61.01.21.050), რომელზეც დღესდღეობით მართლმადიდებელი ეკლესიის შენობაა განთავსებული,  1 ლარად მიყიდა.

მიგვაჩნია, რომ რეგიონში სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოხატულებაა იმ პირთა წახალისება და დაწინაურებაც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მუსლიმთა მიმართ აგრესიაში. მაგალითად, სოფელ ჭელაში სახელმწიფოს მიერ მინარეთის მოჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს მუსლიმთა წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე ამჟამად სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობისკანდიდატია, ხოლო სამართალდამცავი გელა კოხოძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჭელასა და მოხეს მოვლენების დროს მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული უპატივცემულობით გამოირჩეოდა, 2015 წელს პოლიციის მოხეს განყოფილების უფროსად დანიშნეს“,-აღნიშნულია  განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics