00:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 14:59:09, 618 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს წარმომადგენელი: არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ იცოდა, რომ მანდატები ასე გადანაწილდებოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კანონის და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში გამოსცა, - ამის შესხებ ჟურნალისტებს ცესკო-ს წარმომადგენლემა, თენგიზ შარმანაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, არანაირი კოლიზია საარჩევნო კოდექსის შესაბამის ნორმებსა და კონსტიტუციის 50-ე მუხლის მეორე პუნტქთან არ არსებობს.

„ამის დასაბუთებას ცდილობდა მოსარჩელე მხარე, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი არგუმენტები იყო არასამართლებრივი და უფრო პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა. არგუმენტები არის ის,რომ 50-ე მუხლი არ აწესრიგებს იმ წესებს, რა წესებითაც უნდა ტარდებოდეს არჩევნები და ნაწილდებოდეს მანდატები. კონსტიტუციის 50-ე მუხლი ამბობს, რომ ასეთი საკითხების დელეგირებას ახდენს საარჩევნო კოდექსისათვის, ეს საკითხები საარჩევნო კოდექსმა მოაწესრიგა. სხვა დანარჩენს უფრო პოლიტიკური მოტივები აქვს, ვიდრე სამართლებრივი“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კონსტიტუციაში არ წერია, რომ მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„როგორ და რა წესით უნდა გადანაწილდეს მანდატები, ამის ინტერპრეტირება ხდება ორგანულ კანონში. ჩვენ ვეთანხმებით ამას. ეს თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა.  ახლა რომ შეცვლილიყო თამაშის წესები, როდესაც ყველამ თავის შედგი იცის და მერე მოეხდინა კანონმდებელს კონსტიტუციის ასეთი სახით ინტერპრეტირება, როგორსაც ჩვენი მოწინააღმდეგები ამბობენ,  კიდევ დასაჯერებელი იქნებოდა. ახლა კი, ყველა ამ თამაშის წესებით შევიდა ამ თამაშში და დადგენილი წესებით განაწილდა მანდატები“,-განმარტა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსი“ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გადასანაწილებელი 17 მანდატიდან "პატრიოტთა ალიანსმა" 3 მანდატი მიიღო და ფრაქციის შესაქმნელად (6 მანდატი) საჭირო 3 მანდატი დაემატა, დარჩენილი 14 კი,  "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გადანაწილდა.

"პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატების თანაბარი განაწილების პრინციპი დაირღვა და მათ 6-ის ნაცვლად, 10 მანდატი უნდა მიეღოთ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics