15:17 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 15:54:36, 638 ნახვა

რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ფარგლებში,  გორის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს გორის მუნიციპალიტეტს 12 კომპიუტერი გადასცეს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეულია ათი საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ და ბათუმი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში გაიცემა. აღნიშნული სისტემების მეშვეობით გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.

აქტივობა ხორციელდება პროექტის - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ - ფინანსური მხარდაჭერით. საპილოტე მუნიციპალიტეტებს ჯამში 167 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემათ.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics