21:01 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 16:56:17, 660 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვედა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის  (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბინინ ვანგს შეხვედა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარებისა და პროდუქციის ბრენდირების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით (2015-2020 წლები) გათვალისწინებული პრიორიტეტია. 

„ჩვენ თანმიმდევრული მარკეტინგულ ღონისძიებებს ვახორციელებთ ისეთ ბაზრებზე, რომელთა დივერსიფიკაცია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შევძელით. ქართული აგრარული პროდუქციის ბრენდირების  მიმართულებითაც აქტიური სამუშაოებია დაგეგმილი. აგროსასურსათო პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დაცული აგროწარმოშობების სწორი ადმინისტრირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საიმედოობისა და სანდოობის გასაჩენად, უკვე ცნობად პროდუქტს სწორი ადმინისტრირება სჭირდება. ცნობადი და კარგი რეპუტაციის მქონე  ქართული პროდუქციის რეგისტრაცია, მისი დაცვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის გარანტიას ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)  წევრი ქვეყანაა. როგორც  სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბინინ ვანგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარების მიმართულებით WIPO-სა და საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების ეფექტიანი თანამშრომლობა.  

შეხევდრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე,  მეწარმეთა ასოციაციების როლზე ბრენდინგის წარმატებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics