04:44 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 17:18:12, 755 ნახვა

საზოგადოება
პროექტის დაწყებიდან სამ თვეში სახელმწიფომ 1200-ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზი დააფინანსა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე   1,5-ჰა მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე  მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს.

პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი  ეკატერინე სისაური ამზომველებს შეხვდა და მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა.

მისი განცხადებით, პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ამ დროისთვის ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია პროექტში ჩართული და სახელმწიფომ უკვე  1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებიგვაქვს 3 თვის თავზე. ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია ამ პროექტში ჩართული და 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა სახელმწიფომ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დღეს იმართება სამუშაო შეხვედრა საამზომებლო კომპანიებთან, განიხილება არსებული  შედეგები და სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით. ასევე გავაანალიზებთ კონკრეტულ რაიონებში გაწეულ სამუშაოებს და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა  ამ პერიოდის განმავლობაში და საჭიროებს გარკვეულ რეგულაციას. ძალიან ბევრი განაცხადია შემოსული, რომელიც უკვე ელოდება რეგისტრაციის დასრულებას და ამის შემდეგ დაექვემდებარება  სუფსიდირებას“ - განახადა ეკატერინე სისაურმა.

ეკატერინე სისაურმა მედიის წარმომადგენლებთან ის პროცედურებიც განმარტა, რომელიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს მიწის რეგისტრაციისთისვის. ამისთვის მან უნდა მიმართოს შესაბამის ამზომველ სააგენტოს, აზომვითი ნახაზები წარუდგინოს საჯარო რეესტრს და თან იქონიოს საჭირო დოკუმენტაცია:

ამზომველთან გაფორმებული შესაბამის ხელშეკრულება;
შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი;
ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველიდოკუმენტი (ინვოისი);
ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტო, საჯარო რეესტრის მიმართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის  შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას. 

,,კანონმდებლობით, სერტიფიცირებული ამზომველის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზისავალდებულო არ არის, თუმცა აღნიშნული  პროცესი უკვე დაწყებულია. არსებობენ კერძო უწყებები, რომლებიც ამ საამზომველო კომპანიების სერტიფიცირებას ახდენენ. ასევე არის იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის მოგვარებას.    საამზომველო კომპანიას, რომელსაც სურს სერტიფიკატის მიღება, შეუძლია თავის წარმომადგენელთან ერთად მივიდეს,  გაიაროს სასწავლო კურსი, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს. არის ძირითადი, ანუ საწყისი კურსი,  ასევე ზოგადი კურსი, რომელიც  ამზომველს საკითხის წინაპირობას უქმნის და  აძლევს შესაბამისი ცოდნას და კურსი, სადაც მსურველს  შეუძლია მივიდეს, პირდაპირ გამოცდა ჩააბაროს და მიიღოს სერტიფიკატი. თუმცა, ჯერჯერობით, საჯარო რეესტრის სააგენტოს მხრიდან სერტიფიცირებული ამზომველების შესახებ სავალდებულო მოთხოვნა არ დგას“,-აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე ცარციძემ.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics