03:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 18:36:18, 738 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: 1-ელი ტურისთვის Allmedia-ს 3400-ზე მეტი აკრედიტაცია ჰქონდა, ახლა კი, ამ რაოდენობას კიდევ 500-ზე მეტი დაემატა

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სააგენტო Allmedia-ამ, რომელიც უმოქმედო სააგენტოა, არჩევნებზე აკრედიტაციისთვის კონკურსი გამოაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პირველი ტურისთვის Allmedia-ს 3400-ზე მეტი აკრედიტაცია უკვე ჰქონდა, ახლა კი, ამ რაოდენობას კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი დაემატა.

„ამას ემატება „რუსთავის 2“-ის აკრედიტაიცებიც, რადგან ეს არის „ნაციონალებით“ დაკომპლექტებული სააგენტო. თითქმის 5000 ადამიანი იქნება აკრედიტებული 50 ოლქში, 30 „ჟურნალისტი“ იქნება სხვადასხვა ფორმით უბანზე. ეს ყველაფერი ხდება, „ოლმედიას“ სიტყვებით, მშვიდ გარემოში არჩევნების ჩასატარებლად. გვესმის მშვიდი გარემო და რას ნიშნავს საარჩევნო უბანში 30 ან მეტი ადამიანის შესვლა. ეს ეხება მეორე ტურის ნამდვილად მშვიდი გარემოს შესაძლო არევას. ვინ იქნებიან აკრედიტებული, ვითომ ჟურნალისტები. გვახსოვს, რომ პირვე ტურში იყო ჟორიკა რურუა და არსებობს ეჭვი, იყოს მათ რიგებში იყვნენს სხვადასხვა წარმომადგენლები იმ დაცვის კომპანიის, რომელიც ეკუთვნის რურუებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ამდენი ადამიანის შესვლა შეიძლება ორ მიზეზს უკავშირდებოდეს - პირველი არის არეულობა, მეორე ზეწოლა ამომრჩეველზე.

„მივმართავ ყველა უბნის თავმჯდომარეს მთაწმინდაზე - კანონი ამ ყველაფერს არ კრძალავს, მაგრამ კრძალავს, უბანზე შევიდეს რომელიმე მედია საშუალებების 3-ზე მეტი ადამიანი. ჩვენი დაკმკვირვებლები მოახდენენ მკაცრ რეაგირებას ყველანაირ ასეთ დარღვევაზე. წესრიგი უნდა იყოს დაცული, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ დაცულია და დაცულია მისი ხმაც. ყველა ზომას ვიღებთ, რომ არანაირი დაძაბულა არ იყოს“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics