18:46 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 19:40:20, 692 ნახვა

საზოგადოება
“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით,პარტიის წარმომადგენლებსა და გუბერნატორს შორის დაპირისპირება მოხდა

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით,  ახალციხეში პარტიის შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შესახებ ხოშტარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრს გუბერნატორის მანქანიდან გადმოსული ადამიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ცოტა ხნის წინ, ჩვენი დეპუტატი დათო დარჩიაშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელზეც ის მიდიოდა ჩვენ მაჟორიტარულ კანდიდატთან ერთად და მას ბუნებრივია თან ახლდნენ ჩვენი შტაბის წევრები, ერთერთი ადამიანი, რომელიც იყო კამერით, მას დაეწია გუბერნატორის მანქანა, რომლიდანაც გამოვიდნენ ადამიანები და გუბერნატორის თანდასწრებით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავად გუბერნატორი ფაქტიურად მონაწილეობდა ამ ძალადობაში, რომელიც ღიად საუბრობდა, რომ მას არაფერი არ აინტერესებს და ყველა ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობასთან“  იქნება ასოცირებული, ასე მოექცევიან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, შემთხვევას ბევრი მომსწრე ყავს და აქვე განაცხადა, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდებენ ინფორმაციას და მათ საქმის კურსში ჩააყენებენ. 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics