18:49 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 20:23:00, 743 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს და მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილის თქმით, გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ყოფილი პრემიერი ცდილობს უიმედობა დანერგოს.

"გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ცდილობს დანერგოს უიმედობა, განხეთქილება, ინტრიგები. მას ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენ გვინახავს უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით რა არის პროგრესი, აღმშენებლობა და ჩვენ კარგად გვახსოვს თუ რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია როდესაც ერთ მუშტად ვართ შეკრული. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები, უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა პოლიტიკური საქმიანობის, პროტესტის, აზრების გამოხატვის. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ, რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას. საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, ამიტომ, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, ჩვენ მათ შორის მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ ჩვენი აქტიურობით, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ უნდა ვუთხრათ ასევე იმათ, ვისაც უღალატეს, იმ პარტიებმა, რომელთაც მათ ხმა მისცეს, ჩვენ ამაზე წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ ქონდათ, მაგრამ მათმა ამომრჩეველმა არაფერი არ დააშავა და ვფიქრობ, მეორე ტური არის ასევე ამ ამომრჩევლისთვის მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება“,-განაცხადა სააკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics