03:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 11:34:33, 673 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედური შედეგები წარადგინეს

ევროპისსაბჭომ და  ევროკავშირმა  მედიას აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებში  არსებული პროექტების  შუალედური შედეგები წარუდგინეს.

 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოში არსებულ  რვა პროექტს, რომლებიც  ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული   კონვენციის  განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და  ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და   ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების  მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების  სამოქალაქო ინტეგრაციას.

საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი  ხორციელდება  ევროკავშირის და  ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული  „პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს“  (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს  ევროპის საბჭო. საქართველოში განხორციელებული  პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც მონაწილეობს.

„2014 წელს ჩვენ შევქმენით პროექტი, რომ ადამიანის უფლებების დაცვით დემოკრატიული ინსიტუტები განვამტკიცოთ, მათ შორის საქართველოშიც. ეს ყველაფერი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უნდა განვახორციელოთ. დღევანდელი შეხვედრა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გავიდა 2 წელი და ჩვენ უნდა განვიხილოთ განვლილი პერიოდის შედეგები და პრიორიტეტები უნდა შევარჩიოთ. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის ფუნდამენტი არის ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ დღეს წარვადგენთ ამ ანგარიშშს. ევროკავშირმა ამ პროექტისთვის 24 მილიონი ევრო გამოყო. ამ პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ 19% ვაფინანსებთ. ეს საკითხი ვიზალიბერალიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემნიშვნელოვანია და პირდაპირ კავშირშია მასთან. ამიტომ დღეს ვხვდებით, რომ განვიხილოთ, რა გაკეთდა ამ ორი წლის განმავლობაში და კიდევ რა არის გასაკეთებელი“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრაზე სხვა  მომხსენებლები იყვნენ  საქართველოში  ევროპის საბჭოს  ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს   საერთაშორისო ორგანიზაციების  დეპარტამენტის დირექტორი  თეა მაისურაძე, პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების  ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში  ინგა კუბეცია, პროგრამული თანამშრომლობის  ჩარჩო ხელშეკრულების  კოორდინატორი ევროპის საბჭოს  ადამიანის უფლებათა  და კანონის  უზენაესობის  გენერალურ დირექტორატში  ევა კონეჩნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics