18:09 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:09:28, 882 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მმართველობის რეფორმა დემოკრატიის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს

ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმის განვითარებას მოხმარდება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დასრულდა ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე. ეს ევროპელი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერაა. ევროკავშირი ერთერთი უდიდესი დონორია, რომელიც მრავალ წელია გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში, სწორედ ევროკავშირის თანადგომის შედეგია. 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონ ევროზე მეტი მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით, ძალიან დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ევროკავშირის წარმომადგენლობას და უშუალოდ ელჩ იანოშ ჰერმანს, გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება, ევროკავშირთან ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

„მმართველობის რეფორმა გახლავთ მთავრობის მიერ განცხადებული 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამავე დროს, საჯარო მმართველობის რეფორმა არის ჩვენს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. საჯარო მმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკას დაგეგმვის სისტემის მოდერნიზებას და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების მიღებას. შევძელით და შევიმუშავეთ ადამიანური რესურსების განვითარების ფარგლებში კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. რომელიც ძალაში 2017 წლიდან შევა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ რეფორმების დაფინანსებას მოხმარდება“,  განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის ელჩისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics