10:27 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 15:42:08, 2096 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ტერორისტი მოკლეს

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ სააგენტო Trend-ი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, 27 ოქტომბერს ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია ორი, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი.

მედიის ცნობით, უწყებამ მიიღო ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფების  შექმნის შესახებ.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა სხვა ქვეყნებში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

Trend-ის ინფორმაციით, დაჯგუფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმებს გეგმავდა.

ამასთან, ტერორისტებს ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics