21:47 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 16:18:28, 885 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ID ბარათის საფუძველზე არიან შესულები.

„ასევე ყურადსაღებია, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს.

სარფში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ადგილზე იმყოფებიან ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები“,-ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საჭიროების შემთხვევაში მოქაალქეებს შეუძლიათ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე დარეკონ:  ქ. ტრაპიზონის გენერალური საკონსულო +905413262226;  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

საკონსულო დეპარტამენტი-  +995322945050




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics