00:22 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 17:28:58, 632 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტები და სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ახალ პროექტზე, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება და სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესში ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

მინისტრმა ელჩს თანამშრომლობის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ევროინტეგრაციისა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მთავარ ამოცანას რეფორმების შედეგად დამკვიდრებული დადებითი ტენდენციის შეუქცევადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ჩართულობა განსაკუთრებულია.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩთან და პროგრამების ხელმძღვანელთან ნაყოფიერი  შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა. პროექტის შედეგად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ევროკავშირის ტექნიკური ჯგუფის დახმარებით, იმ რეფორმების გატარებას გააგრძელებს, რომელიც ევროპულ სტანდარტებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, შევაფასეთ უკვე განხორციელებული პროექტებიც, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო  ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი მხოლოდ არჩევანი არ არის და პრაქტიკაში განხორციელებული კურსია.

„ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა საქართველოს არჩევანი და გადაწყვეტილებაა. ჩვენი მოვალეობაა ამ პროცესში ქვეყანას დახმარება აღმოვუჩინოთ. ევროკავშირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2 მლნ ევროზე მეტს გამოუყოფს, რომელიც სისტემის განვითარებას მოხმარდება. ამასთან, სასჯელაღსრულების უწყება იქნება ევროკავშირის მიერ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით დაწყებული ახალი პროექტის ნაწილი“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ევროკავშირის ახალი პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმირების პროცესში, კონკრეტულად გათვალისწინებულია მხარდაჭერა სტრატეგიების დაგეგმვისა და კონსოლიდაციის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღალების, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრირების, პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სერვისების გაფართოების და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის კუთხით.

(NS)

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics