2016-10-28 17:57:31, 612 ნახვა
მსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა და ხელნაწერ წიგნში ჩანაწერები გააკეთეს. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდათ სახელისა და გვარის მითითებით „ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფი გადაეწერათ. პროექტის პირველ ეტაპზე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ილუსტრაციები შეირჩა, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში განთავსდება. პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა დავით მაჭავარიანმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციურ დაწესებულებების მსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს. აღნიშნული პროექტი ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა“,- განაცხადა დავით მაჭავარიანმა. ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერის დატოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი მომავალ წელს სრულდება. (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|