05:46 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 19:36:43, 1055 ნახვა

კომენტარი
"სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება"

საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ დიპლომატმა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. 

როგორც ელჩმა აღნიშნა,  მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და არანაირი ტერაქტის აღკვეთა არ მომხდარა. 

"ეს იყო არასწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა გუშინწინ ამის შესახებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ ყოფილა არანაირი ტერორისტული თავდასხმა ან ვინმეს დაკავება" - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, საბაჟოზე შექმნილი პრობლემების გადასაჭარელად მუშაობა გრძელდება. ელჩი იმედოვნებს, რომ პრობლემების გადაჭრა უახლოეს საათებში იქნება შესაძლებელი.

"პრობლემები საზღვარზე არის, მაგრამ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც პოლიცია და საბაჟოს სამსახური ცდილობს. სამწუხაროდ ეს პრობლემები ბოლო ორი დღეა გრძელდება და მათ გადასაჭრელად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინაროებს. მსგავსი პრობლემა არ არის შექმნილი მხოლოდ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, საქართველოსთან საზღვარზე. ეს შეფერხება არის თურქეთის ყველა საზღვარზე და იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ან დღეში ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა თურქეთის ელჩმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics