22:44 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-27 16:51:17, 1587 ნახვა

სპორტი
ძაბირაძე: როგორც ჩანს მთავრობის ის შემადგენლობა რაც დღეს არის, კვირიკაშვილისთვის უფრო კომფორტულია

 „მინისტრთა კაბინეტში ძირითადად ეკონომიკური გუნდის განახლება მოხდა, ეს მთავრობა თვისობრივად არ განსხვავდება იმ მთავრობისგან, რომელიც არჩევნებამდე იყო“,-ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძემ „ექსპრესნიუსს“   მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ექსპერტის შეფასებით, მთავრობა თუ იმავე სტილში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ოთხი წლის წინ, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოსალოდნელი არ არის.

„მინისტრთა კაბინეტში მოხდა განახლება და ძირითადად  ეკონომიკური გუნდის. ეს მთავრობა თვისობრივად არ განსხვავდება იმ მთავრობისგან, რომელიც არჩევნებამდე იყო. ეკონომიკურ გუნდში გადაჯგუფებები  უფრო მგონია, რომ გამოწვეულია ორი მიზეზით. ერთი რომ ეკონომიკური ვითარება არცთუ ისე სახარბიელოა ქვეყანაში და განახლებული გუნდი მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს გუნდი უკეთ იმუშავებს. მეორე, როგორც ჩანს კვირიკაშვილისთვის მთავრობის ის შემდგენლობა რაც დღეს არის უფრო კომფორტულია. სხვა უფრო ღრმა და თვისობრივ ცვლილებებს  მთავრობის მოქმედებაში და არა პერსონალურ შემადგენლობაში ვერ ვხედავ. არამგონია, რომ ამ პერსონალიებით თუ მთავრობა იმავე სტილში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ფუნქციონირებდა 4 წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიოთ. ვნახოთ  მთავრობა საქმიანობას როგორ წარმართავს  და უახლოეს მომავალში კონტურები თუ არა რაღაც  სიმპტომები მაინც  გაჩნდება“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics