04:45 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 12:28:19, 2316 ნახვა

მსოფლიო Lifestyle
დნეპრის მერი მიხეილ სააკაშვილის ფსიქიატრიულ შემოწმებასა და მის ექსტრადირებას ითხოვს

უკრაინის ქალაქ დნეპრის მერი ბორის ფილატოვი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის დეპორტაციას ითხოვს, - ამის შესახებ ბორის ფილატოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც ფილატოვი წერს, მისი უკმაყოფილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადება გახდა, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში დეცენტრალიზაცია საჭირო არ არის. 

ფილატოვის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც ამბობს ამას, მაშინ ის ეწერება მათ რიცხვში, ვინც ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირებას ითხოვს.

ამასთან, ბორის ფილატოვი მიხეილ სააკაშვილისთვის იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასა და ნარკოტიკზე შემოწმებას ითხოვს. 

დნეპრის მერის თქმით, უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელი პუტინის მოდელისგან არ განსხვავდება.

“რით განსხვავდება მიშას პოლიტიკა მოძულე პუტინის პოლიტიკისგან?! ადამიანმა, რომელმაც მთლიანად წააგო თავის ქვეყანა, ახლა იგივეს გაკეთება უნდა ჩვენს ქვეყანაში. და საერთოდ, მას სჭირდება იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის ავად არის და ძალიან საშიშია. ასევე მისი ნარკოტიკებზე შემოწმება არ იქნებოდა ცუდი”, - წერს ბორის ფილატოვი “ფეისბუქში”.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics