16:45 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 17:51:57, 1799 ნახვა

სპორტი
კეპულაძე: კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, უნდა შევეგუოთ, რომ ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორიც დღეს გვაქვს

 „კონკრეტული ნაბიჯები თუ არ იქნება გადადგმული და ქვეყნის ეკონომიკა თუ არ გაიზრდება, უნდა შევეგუოთ, რომ ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორიც დღეს გვაქვს“,-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“  თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ  „ექსპრესნიუსს“  ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მხრივ და ქვეყნის ეკონომიკა თუ არ გაიზრდება უფრო სწრაფად ვიდრე ახლა იზრდება,  უნდა შევეგუოთ იმას, რომ ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორიც დღეს გვაქვს“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5311 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5078 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0233 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.49-დან 2.57 ლარამდე მერყეობს.

"საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.57 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.49 ლარად.

"თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.5680 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4900 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარი 2.5550 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4950 ლარად შეგიძლიათ.

ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.5450 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.4950 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.5540 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5040 ლარად არის შესაძლებელი.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.56 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.49 ლარად არის შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.5650 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4950 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება

„ფინკა ბანკს“, აქ 1 დოლარი 2.5470 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.5170 ლარს მიიღებთ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშაძე - ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ რომ არ მიიღოთ ეს კანონი
ნინო წილოსანი : ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა
გომელაური თურქეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარეს შეხვდა
უმრავლესობამ ჰომოფობიური კანონის განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics