22:18 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 21:11:19, 3977 ნახვა

კულტურა
ნუსხურს, ასომთავრულსა და მხედრულს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო.

მათი ინფორმაციით, კომიტეტის სესიაზე, რომელიც 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იმართება, საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობს: საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში - ეკატერინე სირაძე - დელონე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ ანთიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO-ს ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი - ქეთევან კადნელაკი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში - ვახტანგ ჯაოშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი - რუსუდან მირზიკაშვილი. ექსპერტის სტატუსით, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიწვეულია - კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

აღნიშნული ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ნომინაციის მომზადებაში ჩართულები იყვნენ: ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები და ცალკეული ენათმეცნიერები. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 19 მარტს, „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ქართული დამწერლობის ევოლუციისა და მის საფუძველზე მიღებული სამი ანბანური სისტემის (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფუნქციით თანაარსებობის შედეგად ჩამოყალიბდა. ელემენტი მოიცავს ქართული ანბანის სამ სახეობას, მათი გამოყენების მრავალფეროვნებასა და თანაარსებობის ცოცხალ კულტურას, ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და კულტურას, ანბანის სწავლების მეთოდიკას (დედა ენა - საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), ტიპოგრაფიის, გრაფიკულ და მედია-დიზაინის ხელოვნებას. ელემენტი ინახავს თხუტმეტსაუკუნოვანი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკასა და გრამატიკას, რაც ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics