15:45 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 21:44:12, 1195 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარე ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენება თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრით დაიწყო.

ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ პარტნიორებს რეგიონში ძლიერი ქვეყანა სჭირდებათ. ამ მხრივ, მან ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მეტი ნატო საქართველოში აღიქმება როგორც შეიარაღებული ძალების თავსებადობა ალიანსთან, რაც ნიშნავს მეტ გამოცდილებასა და იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რაც დღეს თავდაცვის უწყებაში არსებობს. მან გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის პარტნიორობის ფორმატის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ფინეთთან და შვედეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე და სკანდინავია-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატში ჩართულობაზეც ისაუბრა. ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების რეფორმირება დაასახელა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის ხაზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და აღნიშნა, რომ ამ მხრივ აუცილებელია უწყებათშორისი თანამშრომლობის განვითარება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და კრიზისის აღმოფხვრაში ყველა უწყების ჩართულობას, თითოეული მათგანის როლის განსაზღვრას ისახავს მიზნად.

ლელა ჩიქოვანის თქმით, ამ მხრივ დაგეგმილია წვრთნები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე. ეროვნულ უსაფთრხოებაში სამხედრო კომპონენტზე და საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების ამოცანაა არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების თავიდან აცილება და გამკლავება.

გენერალი შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო გაზაფხულზე უკვე დაიწყებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევას ახალი პროგრამებითა და შეთავაზებებით.  გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე საუბრით დასრულდა.

პანელს ფინეთის ელჩი საქართველოში არია ინკერი მაკონენი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იუსსი ვოუტლაინენი დაესწრნენ. მათ კურსში მონაწილეობისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს და ფინეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხს შეეხნენ. თავდაცვის ატაშეს თქმით, ფინეთის არმიაში წვევამდელების გაწვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ფინელი ახალგაზრდა მამაკაცი ჩართულია ქვეყნის თავდაცვის საქმეში და თითოეული მათგანი სათანადოდ აცნობიერებს საკუთარ როლს ქვეყნის უსაფრთხოებაში. გარდა ამისა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახური ძლიერ რეზერვსაც გულისხმობს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics