02:01 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 21:12:27, 1138 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა

ეროვნული თავდაცვის  უმაღლესი კურსი დასრულდა. ხუთდღიანი კურსის დახურვის ღონისძიებაზე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა. 

კურსის ოფიციალურ დახურვამდე კი, სინდიკატებად დაყოფილმა მონაწილეებმა სიმულაციური კრიზისული სცენარის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და ორგანიზატორებთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში განხილული თემები და მათი აქტუალობა შეაჯამეს. მათ თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და ძირითად გამოწვევებზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საერთაშორისო მისიებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესსა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე იმსჯელეს. 

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მონაწილეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
 
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეხუთედ გაიმართა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics