17:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 23:12:29, 1010 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 დეკემბრის სპეციალური ანონსი

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრებიან.
მის: ბელიაშვილის ქ. #5 
საკონტაქტო პირი თინათინ მგელაძე - 591902080

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები მათი აქტივობებით დასაქმებულ და სტაჟირებაგავლილ შშმ პირებს შეხვდებიან. 
მის.: აღმაშენებლის მე-12 კმ (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი, კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით)

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი), მთავრობა წარადგენს ქვეყნის პირველ ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.
მსჯელობას გახსნიან ნატალია ჯალიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, სოფო კილაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში,ივონ გოგოლი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერი. 
მის: წერეთლის გამზ. #118

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის დარბაზში შედგება კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების მე–5 ტრადიციული საერთაშორისო წლიური შემაჯამებელი კონფერენცია.
მის.: ვაჟა ფშაველას 33, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის კორპუსი, პირველი სართული
საკონტაქტო პირი ზაზა ტალახაძე - 599 89 99 98

3 დეკემბერს, 15:00 საათზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აქცია “მე ვარ აივ დადებითი“ გაიმართება. 
მის: სიონის, შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების კვეთაზე მდებარე მოედანი.

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თოჯინების საერთაშორისო გამოფენას „ArtDoll Tbilisi 2016“ უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან.
მის:რუსთაველის #27

3 დეკემბერს, 17:30 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამა ”ბიზნეს ინკუბატორის“ სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას გამართავს, სადაც 8 გუნდი საკუთარი სტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics