18:59 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 12:19:12, 2403 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა რუსეთს „ნომერ პირველი საფრთხე“ უწოდა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივან დებორა ჯეიმსის განცხადებით, "რუსეთი აშშ-სთვის ნომერ პირველი საფრთხეა, - ამის შესახებ დებორა ჯეიმსმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ჯეიმსმა აღნიშნა, აშშ-ის წინააღმდეგ ძალიან ბევრი საფრთხეა, თუმცა რუსეთი, თავისი ატომური პოტენციალის ფონზე, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.

ამასთან, პენტაგონის მოქმედი ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი რუსეთის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა და აღნიშნავს, რომ აშშ-მა მომავალში ნატო-სთან თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა განამტკიცონ, რომ გარკვეულ საფრთხეებს გაუმკლავდნენ.

"რუსელი აგრესია და პროვოკაციები მოჩვენებით ამბიციებსა და უადგილო წყენებზეა დაფუძნებული", - განაცხადა კარტერმა.

მისივე თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა შეიარაღების საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია.

აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ქვეყანამ  კიბერუსაფრთხოება უნდა გააძლიეროს, იმისთვის, რომ თავი დაიცვას რუსეთისგან, რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია.

ცნობისთვის, სექტემბერში აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 602 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამასთან, დოკუმენტში გაწერილია, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე ბიუჯეტიდან თანხა არ უნდა დაიხარჯოს.

ეშტონ კარტერის თქმით, ბოლო დროის განმავლობაში რუსეთმა თავის აგრესია, ევროპაშიც გამოამჟღავნა, ამიტომ მომავალ წელს მისგან თავდაცვის მიზნით ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზრდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics