14:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 23:11:59, 959 ნახვა

სპეციალური ანონსი
6 დეკემბრის სპეციალური ანონსი

6 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ჟ.შარტავას ქ.N7

6 დეკემბერს, 10:00 საათზე, "ქორთიარდ მერიოტში" ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" (SPS) პროგრამის ფარგლებში, გაიმართება სემინარი: „უსაფრთხოების ახალი რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. 
საკონტაქტო პირი ლონდა - 598212225

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღია დისკუსია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მეწარმეებთან ერთად სამინისტროების, საჯარო სამსახურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ. 
მის: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

6 დეკემბერს, 12:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ორგანიზაციის ოფისში "საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საბოლოო ანგარიშის" პრეზენტაციას გამართავს. 
მის: აღმაშენებლის გამზ. #61

6 დეკემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვევა.

6 დეკემბერს, 12:30 საათზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება.
მის: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“

6 დეკემბერს, 13:30 საათზე, "თავისუფალი საქართველო" აქცია-ბრიფინგს გამართავს. 
თემა: ლალი კოპლატაძისა და მისი შშმ პირის გამოსახლება საკუთარი ბინიდან. 
მის.: ბერი გაბრიელ სალოსის (ყოფ. ბოგდან ხმელნიცკის) მე-5 შესახვევი, N6 ბ. 70
საკონტაქტო ტელ: 597 35 22 88

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლას ოფიციალურად მიენიჭება მსახიობის სახელი და სკოლის კედელზე გაიხსნება მემორიალური დაფა. ღონისძიებას დაესწრებიან სოფიკო ჭიაურელის ოჯახის წევრები, კოლეგები და განათლებისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები. 
მის: ზაქარია ფალიაშვილის ქ. #54

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის პრეზენტაციას გამართავს.

6 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის #8-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. 
მის: ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35

6 დეკემბერს, 16:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანუშ ჰერმანს შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N619

26 ნოემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართული ეროვნული კოსტიუმებისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი საექსპოზიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლეილა შელიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #11

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) წევრებს შეხვდებიან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics