10:01 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 09:29:10, 1249 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება

6-7 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.

მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იგეგმება. ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics