20:39 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 12:26:00, 601 ნახვა

სხვადასხვა
Facebook, Microsoft, Twitter და YouTube ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელებას აღკვეთენ

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანი კომპანიები - Facebook-ი, Microsoft-ი, Twitter-ი და YouTube-ი შეთანხმდნენ, რომ საკუთარი საიტების მეშვეობით ექსტრემისტული სურათების და ვიდეოების გავრცელება აიკრძალოს, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები ერთიან ბაზას შექმნიან, რომელიც მთლიანი კონტენტის „ვირტუალურ ანაბეჭდებს“ მოიცავს. 

ახალი მონაცემთა ბაზის მეშვეობით კომპანიები თვალს ადევნებენ საიტებზე კონტენტის ატვირთვას. ამასთან, ექსტრემისტული ინფორმაციის შემცველი კონტენტის ატვირთვის მცდელობისას, კომპანიები მის წაშლას იქამდე შეძლებენ, სანამ ასეთი სახის მასალა საიტზე აიტვირთება და ინტერნეტში გავრცელდება. 

Twitter-ში აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ სერვისებზე „არ არის ადგილი იმ კონტენტისთვის, რომელიც ხელს უწყობს ტერორიზმს“. საიტის ადმინისტრაციის თქმით, აღნიშნული ინიციატივა რადიკალური ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელების აღკვეთისკენ არის მიმართული. 

თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ მისი კონტენტი შეცდომით წაშალეს და არ არის დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერასთან, ის შეძლებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, - ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.  

აღნიშნულმა კომპანიებმა, შესაბამი გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით მიიღეს. 

ცნობისთვის, 6 თვის წინ Facebook-მა, Microsoft-მა, Twitter-მა და YouTube-მა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ რასიზმის და სიძულვილის ენის ამსახველი მასალები საიტებიდან 24 საათის განმავლობაში წაშალონ.  

იუსტიციის საკითხებში ევროკომისარის ვერა იუროვას განცხადებით, ამერიკული კომპანიები გარკვეულ სტანდართებს "ნაკლებად აკმაყოფილებენ". მისივე თქმით, თუ კომპანიები რეაგირებას უფრო სწრაფად არ დაიწყებენ, ბრიუსელი საკანონმდებლო და მკაცრ ზომებს მიმართავს, რომლებიც მათ დროულ რეაგირებას მოსთხოვენ.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics