02:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 13:30:46, 2459 ნახვა

სამართალი
IDFI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.

„IDFI-ის მიერ გასაჩივრებული (სადავო) ნორმები განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის, მათ შორის, საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოთხოვის წესს. სადავო რეგულირების თანახმად, პერსონალური მონაცემების შემცველ სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჯაროება დაუშვებელია, თუ განმცხადებელი პირდაპირ ან ირიბად შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია იმ პირებზე, ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება არის გამოტანილი.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო სხდომები არის საჯარო და შეიძლება დაიხუროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კონსტიტუციის ამ დათქმის საპირისპიროდ, სადავო ნორმები კრძალავენ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაწყვეტილება საჯარო სხდომის შედეგად არის მიღებული.

სადავო ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გამჟღავნება დაუშვებელია მაშინაც, თუ პერსონალური მონაცემები უკავშირდება ყოფილი/ამჟამინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამასთან, სადავო ნორმები არც იმ შემთხვევებში ითვალისწინებენ პერსონალური მონაცემის შემცველი გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობას, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება შეიცავს პერსონალურ მონაცემს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სადავო ნორმები ადგენენ სასამრთლო გადაწყვეტილებათა გაუცემლობის ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე.

IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არამხოლოდ ინფორმაცია სასამართლოს პრაქტიკის განვითარების ზოგადი ტენდენციების შესახებ, არამედ მოსამართლის არგუმენტაციაც და გადაწყვეტილებებიც კონკრეტულ დავებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, IDFI ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის, ისევე, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics