11:10 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 19:13:25, 647 ნახვა

Lifestyle
არქიმანდრიტი ანთიმოზი: წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს

„ეთო გავაშელიშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!“, -  ეს განცხადება არქიმანდრიტმა ანთიმოზმა საკუთარ Facebook-ის  გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, იგი წამოვიდა ეკლესიიდან, რადგან „ეკლესიას არცხვენდა“. 

„მე ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღე. კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მე ვიგინები, სატანისტ-ელგებეტისტმა ეთო გავაშელიშვილმა გადაიღო და ჩუმად ატვირთა. მე მივიღე გადაწყვეტილება, ეკლესიიდან წამოვსულიყავი, რადგან “ეკლესიას ვარცხვენ“. მე ვეზიარები, როგორც სასულიერო პირი, მაგრამ ღვთისმსახურებას აღარ ჩავატარებ“, - განაცხადა ანთიმოზმა.

ეთო გავაშელიშვილი მალევე გამოეხმაურა არქიმანდიტრის პოსტს და მას ფეიბუკის საშუალებით მიმართა: „აქამდე უნდა წამოსულიყავი, რაც მოხდა შენი ბრალია და მიხარია თუ შენი წამოსვლა საპატრიაქოდან ჩემი დამსახურებით მოხდა“, - წერს ეთო გავაშელიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე.

ჯერჯერობით გაურკვეველია არქიმანდრიტი ანთიმოზის ეკლესიიდან წამოსვლის ზუსტი მიზეზი, თუმცა იგი საკუთარი Facebook-ის გვერდზე, 21 მარტს წერდა - ''17 მაისი"! ის რაც დადეთ, მობილურში ზარის მაგივრად ჩაიწერეთ და რამდენჯერაც დაგირეკავენ იმდენჯერ მოისმენთ.

თქვენ ისე გამამწარეთ, დროებით ეკლესიიდან წამოვალ და ნამდვილ, სახალხო მოძრაობა 17 მაისს შევქმნი! მერე ვნახოთ ვისი აჯობებს.. უბრალოდ ივერიელი“ ,- წერს არქიმანდრიტი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics