14:32 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 20:12:51, 397 ნახვა

სამართალი
ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 10 სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს აკადემიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. საზეიმო ღონისძიებას უნგრეთის შსს-ს (პროექტის წამყვანი პარტნიორი) გენერალი იშტვან შამუ წარუძღვა, ხოლო საქართველოს შსს-ს აკადემიის მხრიდან მემორანდუმს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა მოაწერა ხელი. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო უნგრეთის რესპუბლიკის შსს-ს პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ.
თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია საზღვრის მართვის სფეროში განათლებისა და ტრენინგების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების გზით თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამდენად მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზღვრის მართვის სფეროში მოქმედი ეროვნული უწყებების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, უკრაინის რესპუბლიკებიდან და ასევე ეროვნული სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთის რესპუბლიკიდან.

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობისთვის ხელი შეწყობა და გაძლიერება. პროექტი უმთავრესად ორიენტირებულია არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზღვრის მართვის ხელშეწყობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული მეთოდების შემუშავებაზე.

პროექტი ხორციელდება შემდეგი პარტნიორების მიერ: ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური, პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენგენის დირექტორატი, სლოვაკეთის პოლიციის საზღვრისა და უცხოელთა პოლიციის ბიურო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით.

მემორანდუმის გაფორმებიდან მეორე დღეს გაიმართება კონფერენცია, რომელზეც პროექტის მონაწილე მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში ორი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შეჯამება და შემდგომი თანამშრომლობის სფეროების განხილვა მოხდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics