13:42 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 12:30:20, 306 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტში მისი მოხსენების ნებისმიერ ფორმატს მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივლი პარლამენტში მისი მოხსენების ნებისმიერ ფორმატს მიესალმება.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ რა ფორმატით წარიმართება პრეზიდენტის მოხსენება.

„რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს, ბუნებრივია გამოსვლა შეეხება იმ განვლილ ერთ წელიწადს, რომელიც ჩვენ ერთად განვლეთ. იმ მიღწევებს და იმ პრობელმებს, რომელიც გამოწვევების სახით აქვს ჩვენს საზოგადოებას, იმ ქმედებებს, რაც ჩვენი აზრით უნდა განვახორციელოთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად გადავძლიოთ ბევრი ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა. რაც შეეხება ფორმატს, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და პარლამენტის გადასწაყვეტია, თუ რა ფორმატში წარიმართება ჩემი მოხსენების შემდგომი განხილვა, იქნება ეს დებატები, თუ გამოსვლები. მე მზად ვარ და მივესალმები ყველა ფორმატს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის მოხსენებაზე მთავრობის წევრების დასწრებასთან დაკავშირებით, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ტრადიციაა და მას პატივი უნდა სცენ. 

„ჩვენ გვაქვს ტრადიცია პრეზიდენტის მოხსნებეაზე დასწრების. ვფიქრობ, ეს ტრადიცია არ უნდა გადავფაროთ. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციაა. არცერთ კონსტიტუციაში, არც კანონმდებლობაში, აქამდე ასე არ ყოფილა გაწერილი. ეს არის ტრადიცია, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი დაზღვევა X ენთები - სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის
მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ
BBC - ლიზ ტრასი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უჭერს მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics