11:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 13:05:04, 472 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღრიბაშვილი: მე და პრეზიდენტს პირადი კონფლიქტი არ გვაქვს

„გარწმუნებთ, პრეზიდენტთან არავითარი პირადი სახის კონფლიქტი არ გვაქვს“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხდა. 

პრემიერის თქმით მას პრეიდენტთან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს. 

„მე კიდევ ერთხელ მინდა  განვმარტო, აბსოლუტურად არავითარი პრობლემა, არც გართულებული, არ მაქვს გიორგი მარგველაშვილთან. მე მასთან აბსოლუტურად ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა მაქვს, ისეთი, როგორიც უნდა მქონდეს.  მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მუდმივად  დახატონ სურათი იმისა, რომ თითქოს, რაღაც კონფლიქტი არსებობს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. მე გარწმუნებთ, არავითარი კონფლიქტი, მითუმეტეს არავითარი პირადი სახის კონფლიქტი არ გავქვს, როცა გვაქვს საერთო საზოგადოებრივი ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრები ან რაღაც საერთო სახელმწიფოებრივ საკითხთან დაკავშრებით. ჩვენ გვაქვს ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობები, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნორმალურ, ჯანსაღ დემოკრატიულ სახელმწიფოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მან საზოგაოდებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი აღარ არის. 
პრემიერის თქმით, პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთისგან გამიჯნულია, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს პასუხობს. 

„ შეგახსენებთ,  ჩვენ გვაქვს სხვა რეალობა, ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი.  კონსტიტუციით საქართველოს მთავრობას აქვს დელეგირბული მისი ფუნქცია–მოვალეობები . ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ორგანო, სასამართლო ხელისუფლება და გვაქვს მეტ–ნაკლებად დაბალანსებული ვითარება, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც მთავრობა არის გამიჯნული, პრეზიდნეტი არის ცალკე, პარლამენტი ცალკე, ეს ნორმალურია. მე მესმის, რომ 2 წლის წინ სხვა რეალობა იყო, რომ პრეზიდენტი იყო ერთი კაცი, რომელიც ყველაფერს წარმოადგენდა, იყო მთავარი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი, დღეს სხვა რეალობაა, ამას უნდა შევეგუოთ. ეს ფსიქოლოგიურად შეიძლება რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა დავწყოთ ეს პროცესი, ჩვენ ეს პროცესი უკვე დაციწყეთ, ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ მათი ცნობიერება ავამაღლოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics