18:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 14:21:46, 374 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დანაშაული იქნება, რომ საქართველომ ელექტროენერგიის ადგილზე გამომუშავება ვერ მოახერხოს

 "პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაული იქნება, რომ საქართველომ, რომელიც   მსოფლიოში ჰიდრორესურსების მიხედვით უმდიდრესი ქვეყანაა, ადგილზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ მოახერხოს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მეტი განმარტების გაკეთებას ეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მეტი  განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა.

„გეტყვით, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ეს უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ჰესების მშენებლობას, რომლებიც არც გარემოს არ აზიანებს და მითუმეტეს არც მოქალაქის უფლებებს არ არღვევს, მე მინდა მათთვის ვთქვა კიდევ, ჩვენ თუ ფორსირებულად  არ ავაშენეთ ჰესები, პატარა, საშუალო, დიდი სიმძლავრის ჰესები, ჩვენ სულ რაღაც 1–2 წელიწადში მოგვიწევს 1 მილიარდი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის შესყიდვა უცხოეთიდან, ეს იქნება დანაშაული პირდაპირი მნიშვნელობით, რომ საქართველო, რომელიც არის უმდიდრესი მსოფლიოში ჰიდრორესურსების მიხედვით, საქართველომ ვერ მოახერხოს ადგილზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ელექტროენერგიის გამომუშავება, ეს იქნება დანაშაული, მე არ ვაპირებ, როგორც მთავრობის მეთაურმა ეს პასუხისმგებლობა ავიღო და ვალდებულება,  თუ განმარტება არ არის საკმარისი, მოვუწოდებ ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოს სამინისტროს, რომ ნებისმიერ ჰესთან მიმართებაში, განმარტება გააკეთოს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics