21:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 15:11:02, 325 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: დაზოგილი თანხა სოფლის ამბულატორიებს და სასწრაფო მანქანებს მოხმარდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროში დაზოგილი თანხები სოფლის ამბულატორიებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს მოხმარდება.

„ეს თანხები ჩვენ უკვე წინასწარ განვსაზღვრეთ. ნებისმიერ შემთხვევაში თანხები დაიზოგება და 2 მიმართულებით გადამისამართდება. ის მოხმარდება სოფლის ამბულატორიებს და რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანას“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა მიმიდნარეობს. სხდომაზე 33 საკითხია გატანილი.
[15:31:11] »TORNIKE.. )): ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონპროექტი წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონპროექტი წარადგინა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ითხოვენ. საუბარია 3 ქვეკლასის დამატებაზე. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი, მოქმედი კანონის  ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

"2014 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონი. ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ვითხოვთ.კერძოდ, 14 ქვეკლასი იყო და ემატება 3 ქვეკლასი-.კანონპროექტის მიზანია, მოქმედი კანონი შესაბამისობაში მოვიდეს.ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან, და მოხდეს იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღეს არ არის შეტანილი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში.დაემატება ახალი 3,  რომელიც ახალი იყო და ახლა შემოვიდა საქართველოში. ასევე დასჯადი იქნება მისი გამოყენება შენახვა და გასაღება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მთავრობის სხდომაზევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

"ზოგაგად მიმაჩნია, რომ თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა და შედეგიც სახეზე არის.ასე რომ,  გააგრძელეთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა",-მიმართა ვახტანგ გომელაურს ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
რუსეთში პაზოლინის ბიორგაფიული წიგნი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დააცენზურეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics