11:39 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:05:20, 576 ნახვა

სამხედრო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წამომადგენლები თავდაცვის სამინისტროში მიიღეს

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია  იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტისა და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები  მიიღეს.

უწყების ინფორამციით, მხარეებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილი განიხილეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები მთავრობის, დიპლომატიური მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics