08:15 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:11:28, 335 ნახვა

საზოგადოება
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 552 სტუდენტს 2014- 2015 სასწავლო წელი დაუფინანსდებათ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 552 სტუდენტს 2014-2015 სასწავლო წელი დაუფინანსდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მისივე თქმით, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ოთხასი ათასი ლარი გამოიყო.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ  დაფინანსება შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც აკრედიტებულ და ავტორიზებულ მიმართულებებზე სწავლობენ.

 „მთავრობის დადგენილებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2014-2015 სასწავლო წლის დაფინანსება მოხდება იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც აკრედიტებულ და ავტორიზებულ მიმართულებებზე სწავლობენ. ეს შეეხება სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ. ჩვენ ასეთი აქცია შარშანაც გავაკეთეთ, მათ დავუფინანსეთ 2013-2014  სასწავლო წლები , 2014- 2015  სასწავლო წლის დაფინანსებაზე კი საუბარია დაახლოებით 552 სტუდენტზე,  ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ოთხასი ათასი ლარი გამოიყო“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და აქვე აღნიშნა, რომ ეს დაფინასება ეხება როგორც ბაკალავრებს ისე მაგისტრებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics