15:27 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:36:59, 322 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის საელჩოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული გერმანიის მოქალაქეების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა გერმანიის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ გერმანელ ხალხს.

ცნობისთვის, 24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის „ჯერმან ვინგს“-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
ვოლსკი - საქართველო აუცილებლად გახდება EU-ის წევრი და ვინც გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, დასავლური კურსის დისკრედიტაციაში ის უნდა ვამხილოთ
Amnesty International - პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პასუხი უნდა აგოს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics