11:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 10:16:12, 508 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: წარმატებული რეფორმები გვაქვს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ქვეყნის შიგნით გვარდებოდეს

იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. კონფერენციაში − „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელება: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ − ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვითი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები იღებენ მონაწილეობას. კონფერენციის დელეგატები ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ევროკომისიის პირველი ვიცეპრეზიდენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის მოხსენებებს ისმენენ და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ეცნობიან.

ღონისძიება ბელგიის იუსტიციის მინისტრმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც მიმართა. თეა წულუკიანის თქმით, ევროსაბჭოს წევრი  ქვეყნები და, მათ შორის, საქართველო,  იმ საქმიანობას აჯამებენ, რომელიც „თითოეულმა ჩვენგანმა სტრასბურგის სასამართლოს განტვირთვისა და გადარჩენისათვის, ადამიანის უფლებების უკეთესად დაცვისათვის განახორციელა“. 

„ბრიუსელის კონფერენციაზე საქართველო წარდგა ღირსეულად იმ რეფორმების წყალობით, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. არ გვქონდა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და − გვაქვს; არ გვქონდა არასრულწლოვანთათვის სპეციალური კანონი და − მართლმსაჯულების კოდექსი ბავშვებისთვის უკვე შემუშავებულია; და ის პირობა, რომელიც მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, დავდე, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ ათობით ათას საჩივარს წინა ხელისუფლების დროს მორიგებით დავასრულებდით, ეს პროცესიც შეფასებულია წარმატებულად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ 4 დავა იყო მორიგებით დასრულებული, 2012 წლის ბოლოდან კი, მორიგებით დასრულდა 70 დავა, 20 ახალი დავა სტრასბურგშია გაგზავნილი მორიგების მოთხოვნით.  

„ამას სტრასბურგის სასამართლო აფასებს წარმატებულ ნაბიჯად. წარმატებული რეფორმები გვაქვს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები გვარდებოდეს ქვეყნის შიგნით და ჩვენს მოქალაქეს არ სჭირდებოდეს მოგზაურობა, სიარული და საჩივრების გაგზავნა სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ამგვარ მიდგომას სტრასბურგის სასამართლოც მიესალმება დ ხვალ მივიღებთ დეკლარაციას, რომელიც ამ ყველაფერს ოფიციალურად გააფორმებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბრიუსელში იუსტიციის მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. თეა წულუკიანი თავის ბელგიელ კოლეგა კოენ გინსს შეხვდება;  ვიზიტი კი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ  ნილს მუჟნიეკთან შეხვედრით დასრულდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics