10:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 10:26:44, 306 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ საბერძნეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნდისთან, საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეორგიოს ვარემენოსთან და საბერძნეთის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრთან ოლგა იეროვალისისთან („სირიზა“) ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრები ქ.ათენში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშითან ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტითვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი და სამიტზე ქვეყანა შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება და შესაბამისად,  საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი ადექვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში. 

სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ასევე წარმატებით გაგრძელდება და რიგის სამიტამდე დასრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, საკანონმდებლო ორგანოების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური მესიჯი საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

თავის მხრივ, ბერძნული მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ევროკავშირში ინტერგაციის პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა.  აღინიშნა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება ინფორმირებულია ქართული მხარის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების შესახებ და შესაბამისად, საბერძნეთის ხელისუფლება მხარს დაუჭერს ა3ღნიშნულ საკითხში საქართველოსთვის დადებით  გადაწყვეტილებას. 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა დავით ბაქრაძის შეხვედრები ადგილობრივი ტელე, რადიო და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics