16:07 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 13:36:27, 487 ნახვა

სამართალი
ე.წ. კაბელების საქმის პროკურორსა და ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის პროკურორსა და ადვოკატებს შორის სიტყვიერი  დაპირისპირება მოხდა. მხარეები სასამართლოში მტკიცებულების ჩასაბარებლად იმყოფებოდნენ.
კამათის მიზეზი გახდა განცხადება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა გააკეთეს.მათი თქმით, დილით ადრე  პროკურორი დაუკავშორდა და უთხრა, რომ ხელი ცარიელ ოქმზე მოეწერათ.ამ განცხადების ეთერში გასვლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორი ზვიად გუბელაძე მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ადვოკატებს არ ცარიელ ოქმზე ხელის მოწერა, არამედ მტკიცებულებაზე ხელმოწერა სთხოვეს.
"სრულად არის 21 ტომი, დღეს ჩავაბარეთ კანცელარიაში.ჩაინიშნება წინასასამართლო სხდომა და ამის შემდეგ დაიწყება არსებითი განხილვები.რაც შეეხება ინციდენტთან დაკავშირებით, დილით ადრე ჩემი კოლეგა დაუკავშირდა დაცვის მხარეს და უთხრა, რომ ბრალდების მხარე აპირებდა სასამართლოში საქმის წაღებას და მოსულიყვნენ, რათა გადაგვეცა ნუსხა.დაცვის მხარემ უარი განაცხადა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თქვენთან მოვალთ ადგილზე თუ აქ მოსვლა არ გინდათ და გადმოგცემთ. ამაზეც უარი განაცხადეს. ფოსტითაც გადავუგზავნეთ ეს ნუსხა და შემდეგ  უკვე როდესაც ტელევიზიებთან გამოჩნდა, იძულებული გახდნენ, რომ ჩაებარებინათ ეს ნუსხა.ისინი ხშირად მიმართავენ ამგვარ ხრიკებს",-განაცხადა პროკურორმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics