17:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 16:36:56, 576 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას უპირისპირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას" მიმართავენ.

_ 21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა "რეაქციაში“ ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა "რეაქციის“ ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა.

უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, "ნაციონალური მოძრაობის“ აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა 2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის“ გამოცხადებულ ბოიკოტთან.

ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მით უმეტეს რომელიმე არხის თემის შერჩევაში. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა "კატეგორიულ მოთხოვნებს“ ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მივმართავთ  "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს", _ აღნიშნულია ვოლსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics