15:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 17:58:28, 1068 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში „ელიტ ელექტრონიქსის“ განახლებული მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. #78/88 -ში, „ელიტ ელექტრონიქსის“ განახლებული მაღაზია გაიხსნა.

კომპანიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ მომხმარებლებს  50%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიახლე შესთავაზა.  ასევე, გახსნისას გამოვლინდა სამი იღბლიანი მომხმარებელი რომლებმაც შენაძენი სრულიად უფასოდ მიიღეს.

ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველ 100 მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა „ელიტ ქლაბ ქარდი“ რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მთელი წლის მანძილზე მუდმივი ფასდაკლებით ისარგებლებს.

მაღაზიაში წარმოდგენილია ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და  მსოფლიო ბრენდების ათასზე მეტი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე მსოფლიო ბრენდების, როგორიცაა ეფლი, ეიჩ თი სი, სონი, ფილიფსი და სხვა მრავალი ბრენდის ოფიციალური პროდუქცია. მოცემულ მაღაზიაში მოქმედებს ყველა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობს კომპანიის მთელ ქსელში, 0%-იანი განვადებების ჩათვლით  და მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ მისთვის სასურველ ბანკს მაღაზიიდან გაუსვლელად მიმართოს.

”ელიტ ელექტრონიქსი” დღესდღეობით  ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 35 მაღაზიას ფლობს.

”ელიტ ელექტრონიქსის”  ქსელში  1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

ცნობისთვის, კომპანია  „ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 18 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია თითოეულ ოჯახს.

“ელიტ ელექტრონიქსი” საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, ტექნიკის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, ყოველივე ეს განაპირობებს ,,ელიტ ელექტრონიქსის” დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

”ელიტ ელექტრონიქსი”  წლის ბოლომდე მომხმარებლებს კიდევ უამრავ სიახლეს შესთავაზებს. ასევე იგეგმება ინვესტიციების გაზრდა და  კიდევ ერთი ახალი მაღაზიის გახსნა ქ. ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე და კაფეტერია, აქვე შეძლებს მომხმარებელი შეიძინეთ მსოფლიო ბრენდების ოფიციალური საყოფაცხოვრებო ტექნიკა“, - აცხადებენ „ელიტ ელექტრონიქსში“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics