16:45 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 18:14:12, 444 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო: 2015 წლის ღია მმართველობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო რეგიონში პირველია

2015 წლის 26 მარტს გამოქვეყნებული „ღია მმართველობის ინდექსის“ (WJP Open Government Index 2015) თანახმად, საქართველო ღია მმართველობის მაჩვენებლის მიხედვით, პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის კი, 29-ე ადგილზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამოქალაქო ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 0.66 ქულით პირველ პოზიციაზეა. ღია მმართველობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რომლის მიხედვითაც მსოფლიო რეიტინგში 0.70 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.
ინდექსის თანახმად საქართველო ღია მმართველობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ხორვატია (33-ე ადგილი), საბერძნეთი (36-ე ადგილი), ბულგარეთი (49-ე ადგილი), რუმინეთი (51-ე ადგილი); საქართველოს ღია მმართველობის მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ბრაზილიისა (38-ე ადგილი) და მექსიკის (42-ე ადგილი) მაჩვენებლებს (ღია მმართველობის პარტნიორობის დამფუძნებელი ქვეყნები; ამ ეტაპზე მექსიკა პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა).  
ინდექსი ღია მმართველობის ვითარების შესაფასებლად იყენებს 78 ინდიკატორს, რომელიც ოთხი ძირითადი ფაქტორის მიხედვით ჯგუფდება, ესენია: კანონმდებლობისა და ღია მონაცემთა ხელმისაწვდომობა; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; სამოქალაქო ჩართულობა; საჩივრების მექანიზმი (რამდენად ქმნის ხელისუფლება საჯარო სერვისების შესახებ საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას და რამდენად ეფექტურად ახდენს იგი რეაგირებას მოსამსახურეების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივრებზე).
ღია მმართველობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის თითოეულ ქვეყანაში 100,000-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემების სტანდარტიზება ხდება 0-1 ქულათა შკალაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია ღია მმართველობის მაჩვენებელი ქვეყანაში.
2015 წლის ღია მმართველობის ინდექსის მიხედვით მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს შვედეთი (1-ელი ადგილი), ახალი ზელანდია და ნორვეგია მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიანმარს (მე-100 ადგილი), უზბეკეთს (101-ე ადგილი), და ზიმბაბვეს (102-ე ადგილი) აქვს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics