02:22 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 18:36:33, 526 ნახვა

სხვადასხვა
„გალერეა ჰოსტელმა“ booking.com-ის სპეციალური ჯილდო მიიღო

„გალერეა ჰოსტელმა“ გასული წლის განმავლობაში მომხმარებლების ყველაზე მაღალი შეფასება 9.5 მიიღო და booking.com-ის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

მომხმარებელმა სასტუმრო სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასა. მათ შორის  დასახელდა სისუფთავე, კომფორტი, ადგილმდებარეობა, თანამშრომლების თავაზიანობა და ფასის შესაბამისობა ხარისხთან.

„booking.com-ის მთელი გუნდის სახელით ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ პრიზს გადმოგცემთ. თქვენ დაადასტურეთ, რომ სტუმრების სურვილებს არა მარტო ასრულებთ, არამედ უფრო მეტს სთავაზობთ მათ. ვამაყობთ იმით, რომ ეს ჯილდო გადმოგეცით - სიმბოლო ჩვენი პატივისცემისა და იმის, რომ საუკეთესო შთაბეჭდილებას ახდენთ თქვენს სტუმრებზე“, - ნათქვამია booking.com-ის ღია წერილში.

ცნობისთვის, Booking.com მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინრესურსია, რომლითაც ტურისტები მსოფლიოს მასშტაბით სარგებლობენ. თითოეული მათგანი სასტუმროებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს.

გალერეა ჰოსტელი გასულ წელს ბროსეს ქუჩა 11-ში გაიხსნა და ერთდროულად 23 სტუმრის მასპინძლობის შესაძლებლობა აქვს. ჰოსტელში ღამის გათენება საუზმით 23 ლარიდან იწყება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics