00:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 17:21:07, 1066 ნახვა

სამხედრო
ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მოზარდებს შობა ახალი წელი მიულოცეს.

ბავშვების განწყობაზე მსახიობებმა ნუგზარ კვაშალმა და ვახტანგ ტატიშვილმა, მომღერალმა დავით არჩვაძემ, ანსამბლ „დიდგორის“ პატარა მოცეკვავეებმა, ასევე ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიებას მსახიობი ზურა შარია უძღვებოდა. ვეტერანების შვილებსა და შვილიშვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გამართულ საახალწლო ღონისძიებებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაუწია ორგანიზება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics