13:44 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 10:30:11, 1103 ნახვა

რეგიონი
ამბროლაურის აეროპორტი დღეს პირველ თვითმფრინავს მიიღებს

ამბროლაურში დღეს აეროპორტი გაიხსნება. ახალი აეროპორტი 16:00 საათზე პირველ თვითმფრინავს მიიღებს, რომლის მგზავრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

პრემიერი დღესვე, 18:00 საათზე, ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.

„ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics