09:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 13:58:11, 2562 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სანქციების გახანგრძლივება ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტში რუსეთის ჩართულობას უკავშირდება.

დოკუმენტს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

ამასთან, მედიის ცნობით, ბარაკ ობამამ სანქციები ირანის, კუბას, ლიბიის, ზიმბაბვეს და ვენესუელას წინააღმდეგაც გაახანგრძლივა.

როგორც BBC წერს, პირველი სანქციები 2014 წელს ცალკეული რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესდა, რომლებსაც აშშ ყირიმის ანექსიაში ადანაშაულებდა. სიაში მოხვედრილებს, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებოდათ და მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკილი იყო.

თანდათან ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება დაიწყო. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ დონბასში ოფიციალური მოსკოვი პრორუსულ ფორმირებებს ეხმარებოდა. რუსეთი ამ ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი გაფართოების შესახებ განაცხადა. იმავე თვეში, ბარაკ ობამამ ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. გაძევების მიზეზად, რუსეთის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰაკერების მეშვეობით ჩარევა დასახელდა.

აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება თვლის, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრორუსულ კანდიდატია და კიბერთავდასხმები სწორედ მის დასახმარებლად ხორციელდებოდა.

BBC-ის ცნობით, ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფავორიტი არ ჰყავდა. რუსეთის დახმარება თავად დონალდ ტრამპმაც უარყო.

შეგახსენებთ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება. რესპუბლიკელი კანდიდატი, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეცვლის. დონალდ ტრამპმა დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობით მოუგო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics