11:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 21:58:07, 1570 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: სანდრას არჩევნები წააგებინეს

სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, მისივე თქმით, უბნების დარბევის ერთი ვიდეოკადრიც კი არ არსებობს.

"სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ნაციონალურ მოძრაობას წაეგო ყველა მაჟორიტარული არჩევნები. ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა ბოლო არჩევნები, პრაქტიკულად გააუქმა.

"ივანიშვილმა ბოლო არჩევნები პრაქტიკულად გააუქმა, მე როგორ შეიძლება არჩევნების ინსტიტუტის წინააღმდეგი ვიყო, მე გადავაბარე არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნებით,"- აღნიშნა სააკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს
რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა [ვიდეო]
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics